კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 18.10.2026
ეს გვერდი ხსნის, რა ინფორმაციას აგროვებს აზრიონი (azrioni.ai), რისთვის იყენებს და რა უფლებები გაქვს.
ვინ ვართ
მონაცემებს ამუშავებს ნიკო თევდორაშვილი, ინდივიდუალური მეწარმე, თბილისი. კონტაქტი: info@azrioni.ai, +995 596 07 99 00.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ
• რასაც თავად გვიგზავნი ფორმებით: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, საქმიანობის სფერო, ბიზნესბრიფის პასუხები და შეტყობინების ტექსტი.
• სესიის დაჯავშნისას: სახელი, ელფოსტა და არჩეული დრო.
• საიტზე ვიზიტის მონაცემები: რომელ გვერდებს ნახულობ, საიდან მოხვედი, რა მოწყობილობითა და ბრაუზერით.
რისთვის ვიყენებთ
• შენს მოთხოვნაზე საპასუხოდ: კურსზე ან სესიაზე რეგისტრაცია, გადახდის დეტალების გამოგზავნა, კითხვებზე პასუხი.
• სესიისა და კურსის შენს საჭიროებაზე მოსარგებად.
• სიახლეების გამოსაგზავნად, მხოლოდ თუ ამას ცალკე დაეთანხმე.
• საიტისა და რეკლამის გასაუმჯობესებლად.
შენს მონაცემებს არავის ვყიდით.
ვის ვუზიარებთ
მონაცემი მხოლოდ იმ მომსახურებებს გადაეცემა, რომლებითაც საიტი და კომუნიკაცია მუშაობს, და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მათ სამუშაოდ სჭირდებათ:
• Wix: საიტი და ფორმები
• Google (Workspace, Forms, Sheets, Analytics): ელფოსტა, ფორმები, ცხრილები, საიტის სტატისტიკა
• Tally: რეგისტრაციის ფორმები
• Calendly: სესიის დაჯავშნა
• Meta (Facebook Pixel): რეკლამის შედეგის გაზომვა
• WhatsApp: მიმოწერა, თუ ამ არხით დაგვიკავშირდები
• YAMM: ელფოსტის დაგზავნა
შენს მონაცემებს ვინახავთ იქ, სადაც ფორმა შეავსე (Wix, Google Forms ან Tally), და Google-ის ცხრილებში (Google Workspace), სადაც მათ ვამუშავებთ. ამ კომპანიების სერვერები ძირითადად აშშ-სა და ევროკავშირშია. მონაცემს სახელმწიფო ორგანოს მხოლოდ მაშინ გადავცემთ, როცა ამას კანონი მოითხოვს.
რამდენ ხანს ვინახავთ
• ფორმებისა და რეგისტრაციის მონაცემებს: ბოლო კონტაქტიდან 2 წელი, თუ ადრე წაშლას არ მოითხოვ.
• სიახლეების ელფოსტას: სანამ გამოწერას არ გააუქმებ.
• ფინანსურ ჩანაწერებს: იმდენ ხანს, რამდენსაც კანონი მოითხოვს.
სიახლეები
სიახლეებს მხოლოდ შენი თანხმობით ვგზავნით. თანხმობას ნებისმიერ დროს, უფასოდ გამოიხმობ: წერილში დააჭირე „გამოწერის გაუქმებას“ ან მოგვწერე info@azrioni.ai. გაგზავნას არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა ვწყვეტთ.
ქუქი-ფაილები
საიტის მუშაობისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები ყოველთვის ჩართულია. სტატისტიკისა და რეკლამის შედეგების გასაზომად ვიყენებთ Google Analytics-სა და Meta Pixel-ს, რომლებიც საკუთარ ქუქი-ფაილებს იყენებენ. მათი გამორთვა ბრაუზერის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია.
შენი უფლებები
შეგიძლია:
• გაიგო, რა მონაცემი გვაქვს შენზე, და მიიღო მისი ასლი;
• მოითხოვო გასწორება ან წაშლა;
• მოითხოვო დამუშავების შეჩერება;
• ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა.
მოგვწერე info@azrioni.ai და კანონით დადგენილ ვადაში გიპასუხებთ. თუ ფიქრობ, რომ შენი უფლება დაირღვა, შეგიძლია მიმართო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ზედამხედველობს.
ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ზემოთ თარიღს შევცვლით.