top of page

ჩვენ შესახებ

ადამიანებს და კომპანიებს დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების განხორციელებაში.

აზრიონი ბიზნესებსა და პროფესიონალებს ეხმარება, AI-ით იპოვონ ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და მოქმედებად აქციონ. აზრიდან მოქმედებისკენ, AI-ით.

რატომ არსებობს აზრიონი

ინსტრუმენტი ყველას აქვს. მეთოდი არა.

AI დღეს ყველას ხელთაა: ტელეფონში, ოფისის პროგრამებში, ელფოსტასა და ცხრილებში. ChatGPT, Claude, Gemini და Copilot ხშირად უფასოც კია. ამიტომ AI-ზე წვდომა უპირატესობა აღარ არის. უპირატესობას ქმნის ის, როგორ იყენებ: რა ამოცანას აძლევ, რომელი ბიზნესმეთოდით ფიქრობ, როგორ ამოწმებ პასუხს და როგორ აქცევ მოქმედებად. ხელსაწყოები სწრაფად იცვლება, ბიზნესზე ფიქრის უნარი კი რჩება.

ორ მეწარმეს ერთი საზრუნავი აქვს: გაყიდვები არ იზრდება. პირველი AI-ს ეკითხება „როგორ გავზარდო გაყიდვები?“ და იღებს ათ რჩევას, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს ერგება. მეორე ჯერ რიცხვებში ეძებს მიზეზს: ნაკლები ხალხი შემოდის, თუ შემოსულები ნაკლებს ყიდულობენ? და მხოლოდ მერე სთხოვს AI-ს პასუხს სწორედ ამ ამოცანისთვის. ინსტრუმენტი ორივეს ერთი ჰქონდა. განსხვავება აზრში იყო.

ინფორმაცია იაფია, აზრი ძვირფასია.

AI აჩქარებს წინსვლას იქ, სადაც იცი, და შეცდომას იქ, სადაც არ იცი.

ვინ დგას აზრიონის უკან

ნიკო თევდორაშვილი, ბიზნესის ზრდის მენტორი

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი, მენტორი და გზამკვლევების, ანალიტიკისა და სიახლეების ავტორი.

„პირველი ბიზნესი 13–14 წლის ასაკში დავიწყე: 1994–1997 წლებში აუდიო და ვიდეოკასეტებს ვყიდდი და ვაქირავებდი. მაშინვე მივხვდი, რომ ბიზნესი კითხვით იწყება: ვინ არის ჩემი კლიენტი და რატომ ამირჩევს. მას შემდეგ მარკეტინგის გუნდებს ვხელმძღვანელობდი და ყველგან ერთი რამ მეორდებოდა: ზრდა იქ იწყება, სადაც სწორ კითხვას სწორი ბიზნესმეთოდი ხვდება. წამყვან AI-ებს მათი გამოსვლიდანვე ყოველდღიურად ვიყენებ და ვხედავ, რამდენად აჩქარებს ის ამ გზას. აზრიონი ამისთვის შევქმენი: რომ შენ და შენმა გუნდმა AI-ით ის გააკეთოთ, რაც ადრე დიდ დროსა და რესურსს ითხოვდა.“

მისი მთავარი რწმენა: ზრდამდე ჯერ უპირატესობა უნდა აშენდეს.

  • 17+ წელი მარკეტინგის ხელმძღვანელად: მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდების ხელმძღვანელი და უფროსი კონსულტანტი 100+ პროექტში, 15+ სექტორში, მათ შორის საცალო ვაჭრობა, FMCG, კვების ბრენდები, ფინანსური ორგანიზაციები, ტურიზმი, ტექნოლოგიები და საჯარო სექტორი.

  • დიდი მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვა და მართვა.

  • 2017–2025 წლებში ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგსა და PR-ს. ხელმძღვანელობის პირველივე წლებში ვიზიტორები 630 ათასიდან 1.2 მილიონამდე, ტურისტული მომსახურების შემოსავალი 2.3-დან 11.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

  • წამყვან AI-ებს მათი გამოსვლიდანვე იყენებს და AI ყველა მის საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამაშია.

  • მუშაობს ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

გინდა ნიკოსთან მუშაობა?

კურსი · ინდივიდუალური სესია · პროგრამა კომპანიისთვის

ან ჯერ საქმეზე მოგვიყევი: შეავსე უფასო ბრიფი

ჩვენი მეთოდი: აზრიდან მოქმედებამდე

1. აზრი

ჯერ ნამდვილ ამოცანას ადგენ: რა გინდა და რა გიშლის ხელს.

2. ბიზნესმეთოდი

ირჩევ, რომელი მიდგომით იფიქრო და როდის გამოიყენო.

აზრი → ბიზნესმეთოდი → AI → შემოწმება → მოქმედება

3. AI და შემოწმება

AI აჩქარებს მუშაობას და გაძლევს ვარიანტებს, რომლებიც შეიძლება გამოგრჩეს. შენ არჩევ, რა არის ფაქტი, რა ვარაუდი და რა რისკი.

4. მოქმედება

წყვეტ, რა ნაბიჯს დგამ დღეს, შენს რეალურ პირობებში. ყველაფერს შენს ბიზნესზე აკეთებ: შენი რიცხვებით, შენი მომხმარებლით და შენივე AI-ით. აქ AI კონკურენტი არ არის, ის შენი თანამშრომელია.

როგორ ვასწავლით

მეტს აკეთებ, ვიდრე ისმენ

სესიის დიდი ნაწილი შენს ბიზნესზე პრაქტიკულ მუშაობას ეთმობა.

AI-ის პასუხს ამოწმებ

გადაწყვეტილებას კი შენ იღებ. AI შენს აზრს აძლიერებს და არ ცვლის.

ვასწავლით საქმის კეთებით: შენს რეალურ ამოცანებზე, ჩვენი მენტორობითა და ზედამხედველობით, რომ შემდეგ საქმე თავად, დამოუკიდებლად აწარმოო.

ყოველ მეთოდს შენს ბიზნესზე იყენებ

არა ზოგად მაგალითზე: შენი ბიზნესი, შენი რიცხვები, შენი მომხმარებელი.

სწავლა შედეგით სრულდება

მიგაქვს შენზე მორგებული ინსტრუმენტები და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

Contact

რას ვაკეთებთ

კომპანიებისთვის

პროგრამა კომპანიისთვის: გუნდი სწავლობს საქმის კეთებით, კომპანიის ამოცანებს ჩვენი მენტორობით ასრულებს. 12 საათი ცოცხალი, ონლაინ მუშაობა, 8 მონაწილიდან.

პროგრამის გვერდი →

შენთვის

კურსი „ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები AI-ით“: მცირე ჯგუფი, ტექნიკური შეხვედრა და 3 სესია. მუშაობ შენს ბიზნესზე და შენს რიცხვებზე.

კურსის გვერდი →

ინდივიდუალური სესია: ერთი საათი შენს კონკრეტულ საკითხზე.

დაჯავშნე →

უფასოდ

ბიზნესბრიფი: შენზე მორგებული პასუხი, რა გაზრდის შენი ბიზნესის მოგებას.

სექტორული ანალიტიკა და სიახლეები: რიცხვები წყაროებით და ამბები, რაც ქართულ ბიზნესს ეხება.

AI გზამკვლევები ქართულად: ChatGPT, Claude და Gemini საქმისთვის.

ჩვენი ღირებულებები

 

პარტნიორის ამოცანა ჩვენი ამოცანაა

მუდმივად ვფიქრობთ, ვიკვლევთ და ვმუშაობთ, როგორ ვუპასუხოთ უკეთ ჩვენი პარტნიორების ბიზნესსაჭიროებებს და ვიპოვოთ მათი ამოცანების უფრო ეფექტიანი გადაწყვეტა.

 

მუდმივი ზრდა

შესაძლებლობას ყოველდღე ვეძებთ და ყოველდღე ცოტათი უკეთესები ვხდებით (კაიძენი). ვეჯიბრებით გუშინდელ საკუთარ თავს. როცა ვინმე რამეს უკეთ აკეთებს, ვეკითხებით, როგორ მიაღწია.

 

თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა

ფრილანსერი და დამფუძნებელი, ახალი თანამშრომელი და დირექტორი ერთ მაგიდასთან სხედან. ვუსმენთ ერთმანეთს და ვაფასებთ ერთმანეთის დროსა და გამოცდილებას, ამიტომ ყველა თავისუფლად ამბობს აზრს და საუკეთესო იდეა იმარჯვებს და არა ყველაზე მაღალი თანამდებობა.

 

კონფიდენციალურობა

რაც აზრიონში ხდება, აზრიონში რჩება. კონფიდენციალურობას ვიცავთ და იმავეს ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს.

 

ცოდნის გაზიარება

ცოდნა გაზიარებით მრავლდება: როცა სხვას ვასწავლით, ორივე ვძლიერდებით.

 

ჯერ ვამოწმებთ, მერე ვწყვეტთ

ვეყრდნობით ფაქტს და წყაროს, ვამბობთ, რა ვიცით და რა არა. AI-ს ბრმად არ ვენდობით.

რას გპირდებით და რას არა

 

იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე ვასრულებთ: გაძლევთ გასაგებ გზას, შემოწმებულ ფაქტებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც შენს ბიზნესზე მუშაობს. ბიზნესის შედეგი ბაზარზე, დროსა და ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მას წინასწარ არ ვპირდებით. AI შენს აზრს აძლიერებს და არ ცვლის.

​

როგორ ვამზადებთ მასალებს

გზამკვლევებს, ანალიტიკასა და სიახლეებს ვამზადებთ წამყვანი AI მოდელების დახმარებით. ფაქტებს, წყაროებსა და დასკვნებს ნიკო ამოწმებს. AI-ით შექმნილ სურათებს ასე ვაწერთ: „საილუსტრაციო ფოტო, შექმნილია AI-ით“.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვა? მომწერე.

WhatsApp: +995 596 07 99 00 · info@azrioni.ai

​

Facebook · LinkedIn

bottom of page