ეს თქვენთვისაა, თუ...
-
გუნდს AI აქვს, მაგრამ ყველა თავისებურად იყენებს
-
ChatGPT-ს ყოველდღე იყენებენ, შედეგი კი ბიზნესში არ ჩანს
-
ბაზრის კვლევა, ბრიფი და ანგარიში დიდ დროს ითხოვს
-
გინდათ, რომ მოთხოვნებს უფრო სწრაფად უპასუხოთ და დაინტერესებული კლიენტი არ დაკარგოთ
-
გინდათ, რომ გადაწყვეტილებები უფრო მეტად რიცხვებს ეყრდნობოდეს
-
გინდათ AI-ის დანერგვა, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ და რომელი მიმართულებით
რას მიიღებს კომპანია
-
გუნდი, რომელსაც თავად შეუძლია AI-ის ეფექტიანად გამოყენება ყოველდღიურ საქმეში და ერთმანეთთან მუშაობაში.
-
თქვენს ამოცანებზე შესრულებული ნამუშევარი და მაგალითები, რომლებსაც გუნდი შემდეგაც იყენებს.
-
გადაწყვეტილების მიღების გზა: რიცხვების გააზრება, AI-ის პასუხის შემოწმება და შემდეგი ნაბიჯის არჩევა.
სად მოგცემთ AI მეტს
AI სამუშაო გარემო გუნდისთვის
გუნდთან ერთად ვადგენთ, რისთვის და როგორ გამოიყენოს AI თითოეულმა თანამშრომელმა: საერთო წესებით და შაბლონებით. ასე ცოდნა კომპანიაში რჩება და ახალი თანამშრომელიც მარტივად ერთვება.
AI გაყიდვებში
თქვენი მოთხოვნებითა და გაყიდვების მონაცემებით AI-თან ერთად ხედავთ, სად იკარგება დაინტერესებული კლიენტი, და სწავლობთ, როგორ უპასუხოთ მოთხოვნებს უკეთ და ერთნაირი ხარისხით.
ვასწავლით საქმის კეთებით: თ ქვენი გუნდი რეალურ ამოცანებს ჩვენი მენტორობითა და ზედამხედველობით ასრულებს, რომ პროგრამის დასრულებისთანავე საქმე თავად, დამოუკიდებლად აწარმოოს.
AI მარკეტინგში
ვასწავლით, როგორ შეაგროვოთ და შეამოწმოთ AI-ით ბაზრის, მომხმარებლისა და კონკურენტების მონაცემები და ამ მასალით მოამზადოთ სტრატეგია და ბრიფი. სააგენტო კი ზუსტ დავალებას მიიღებს.
AI ბიზნესის ანალიზში
AI-თან ერთად აანალიზებთ თქვენს გაყიდვებსა და ხარჯებს და პოულობთ, რომელი პროდუქტი, კლიენტი და არხი გაძლევთ მეტ მოგებას. გადაწყვეტილებას რიცხვებით იღებთ.
პროგრამა კომპანიისთვის
რა შედის
-
12 საათი ცოცხალი, ონლაინ მუშაობა თქვენს გუნდთან
-
8 მონაწილიდან
-
მომზადება თქვენს კომპანიასა და ამოცანებზე
-
გუნდის ნამუშევრის ნახვა და უკუკავშირი
-
მონაწილეების სერტიფიკატები
შეიძლება დაემატოს
-
მეტი მონაწილე
-
დამატებითი სესიები
-
ინდივიდუალური სესიები ხელმძღვანელებისთვის
-
გუნდის AI სამუშაო გარემოს სრული აწყობა
-
მხარდაჭერა პროგრამის შემდეგ
როგორ ვმუშაობთ
ვასწავლით საქმის კეთებით
გუნდი თქვენს რეალურ ამოცანებს ჩვენი მენტორობით ასრულებს. ხელსაწყოს ღილაკებზე კი არ ვჩერდებით, არამედ იმაზე, როგორ გამოიყენოს გუნდმა AI თქვენს ამოცანაზე: ბიზნესმეთოდით, შემოწმებით და მოქმედებამდე.
რას ვაკეთებთ და რას არა
ვაძლიერებთ თქვენს სააგენტოს, შიდა გუნდს ან ფრილანსერს და არ ვანაცვლებთ. IT ინტეგრაციასა და ბუღალტერიას არ ვაკეთებთ.
აზრი → ბიზნესმეთოდი → AI → შემოწმება → მოქმედება
ხელსაწყო და მონაცემები
ამოცანის მიხედვით ვარჩევთ Copilot-ს, Gemini-ს, ChatGPT-ს ან Claude-ს და გიხსნით, რატომ; ადამიანის ამოსაცნობი მონაცემი AI-ში არ შეგვაქვს.
რას გპირდებით
იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე ვასრულებთ: პროგრამას თქვენს ამოცანებზე ვაწყობთ, ყველა შეთანხმებულ სესიას ვატარებთ და გუნდის ნამუშევარს ვნახულობთ. ბიზნესის შედეგი ბაზარზე, დროსა და ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მას წინასწარ არ ვპირდებით.
ნიკო თევდორაშვილი

აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის ხელმძღვანელად, 100+ პროექტი 15+ სექტორში. წამყვან AI-ებს მათი გამოსვლიდანვე იყენებს და AI ყველა მის საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამაშია.
2017–2025 წლებში ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგსა და PR-ს. ხელმძღვანელობის პირველივე წლებში ვიზიტორები 630 ათასიდან 1.2 მილიონამდე, ტურისტული მომსახურების შემოსავალი 2.3-დან 11.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ნახეთ, როგორ ვფიქრობთ: სექტორული ანალიტიკა →
ხშირი კითხვები
რა ხდება ზარზე?
15 წუთში განვიხილავთ თქვენს ამოცანას. ზარის ბოლოს გეცოდინებათ, სად მოგცემთ AI მეტს და როგორ შეიძლება დავიწყოთ.
ვისთვისაა პროგრამა?
კომპანიისთვის, რომელსაც სურს, მისმა გუნდმა AI ეფექტიანად და მომგებიანად გამოიყენოს მარკეტინგში, გაყიდვებში, ანალიზსა და ყოველდღიურ საქმეში.
როგორ მიმდინარეობს?
ონლაინ, ცოცხლად. ვასწავლით საქმის კეთებით: გუნდი თქვენს ამოცანებს ჩვენი მენტორობით ასრულებს, ჩვენ ნამუშევარს ვნახულობთ და უკუკავშირს ვაძლევთ, რომ პროგრამის შემდეგ საქმე თავად აწარმოოს. სესიებს შორის გუნდი ნასწავლს საკუთარ, ყოველდღიურ საქმეზე იყენებს, ამიტომ ეს დამატებით სამუშაოდ არ ითვლება.
რა არის ჩვენზე და რა თქვენზე?
ჩვენზე: პროგრამის აწყობა თქვენს ამოცანებზე, სესიები, ნამუშევრის ნახვა და უკუკავშირი. თქვენზე: ამოცანები და მასალა, მონაწილეების დრო და AI-ზე წვდომა.
რომელ AI-ს ვიყენებთ?
იმას, რაც კომპანიას აქვს ან დაშვებული აქვს: Copilot, Gemini, ChatGPT ან Claude. ამოცანის მიხედვით გირჩევთ და აგიხსნით, რატომ.
როგორ იცავთ ჩვენს მონაცემებს?
ვმუშაობთ ორმხრივი კონფიდენციალურობის ხელშეკრულებით და იმავეს ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს. ადამიანის ამოსაცნობი მონაცემი AI-ში არ შეგვაქვს.
რაზეა დამოკიდებული ფასი?
ფასი მონაწილეების რაოდენობასა და სესიებზეა დამოკიდებული; ძირითადი პროგრამა 4,500 ₾-დან. ზუსტ ფასს ზარზე გეტყვით.
რაზე გსურთ მუშაობა?
განვიხილოთ თქვენი ამოცანა 15-წუთიან ზარზე: ზარის ბოლოს გეცოდინებათ, სად მოგცემთ AI მეტს და როგორ შეიძლება დავიწყოთ. ან შეავსეთ მოკლე ფორმა.
გირჩევნიათ მოწერა?
WhatsApp: +995 596 07 99 00 · info@azrioni.ai
ხელმძღვანელს გაუზიარებთ? აქ ყველაფერი ერთ გვერდზეა.