top of page

ChatGPT Projects: როგორ შექმნა პროექტი და დაწერო ინსტრუქცია

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
3 days ago
3 min read

ChatGPT-ის პროექტი ერთი საქმის ჩატებს, ფაილებს და ინსტრუქციას ერთად ინახავს. შექმნა ასე: მარცხენა ზოლში Projects-თან +, მერე სახელი და Create project. ინსტრუქციას •••, Project settings-ში ჩაწერ, ფაილებს კი Sources ჩანართში დაამატებ.


ეს გაიდი ChatGPT ქართულად გზამკვლევის ნაწილია.


რა გჭირდება

  • ChatGPT-ის ნებისმიერი გეგმა: პროექტები Free გეგმაზეც არის, ფაილების რაოდენობა კი გეგმაზეა დამოკიდებული.

  • კომპიუტერი ბრაუზერით. გრძელი ინსტრუქციის ჩასმა იქ ყველაზე მარტივია.

  • შენი ბიზნესის მოკლე აღწერა და 1-3 ფაილი: ფასები, ხშირი კითხვები, ბრიფი.


როგორ შექმნა პროექტი ChatGPT-ში

  1. გახსენი chatgpt.com. მარცხენა ზოლში მიიტანე მაუსი Projects-ის სათაურზე და დააჭირე +-ს (ზოგ ეკრანზე ეს New project-ად ჩანს).

  2. Project name ველში ჩაწერე სახელი, მაგალითად „ინსტაგრამ მაღაზია“.

  3. აირჩიე მეხსიერება: Default memory (პროექტი შენს საერთო მეხსიერებას იყენებს) ან Project-only memory (პროექტი მხოლოდ საკუთარ ჩატებს ხედავს).

  4. დააჭირე Create project-ს.


Project-only memory აირჩიე, თუ პროექტი სხვა საქმეებისგან განცალკევებული გინდა. არჩევანს მერეც შეცვლი Project settings-ში, Memory-ში. ცვლილებას რამდენიმე საათი შეიძლება დასჭირდეს. გაზიარებული პროექტი ყოველთვის project-only მეხსიერებას იყენებს.

როგორ დაწერო პროექტის ინსტრუქცია

ინსტრუქცია მუდმივი წერილია ChatGPT-ისთვის: ამ პროექტის ყოველ ჩატში ითვალისწინებს. პროექტის შიგნით ის შენს Custom instructions-ზე მაღლა დგას.


  1. დააჭირე სამ წერტილს ••• პროექტის სახელის გვერდით (მარცხენა ზოლში ან პროექტის გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში).

  2. აირჩიე Project settings.

  3. Instructions ველში ჩაწერე ან ჩასვი ინსტრუქცია.

  4. დააჭირე Save-ს.


1: პროექტი; 2: სამი წერტილი; 3: Project settings.
1: პროექტი; 2: სამი წერტილი; 3: Project settings.

4: Instructions ველი; 5: Save. X ცვლილებას არ შეინახავს.
4: Instructions ველი; 5: Save. X ცვლილებას არ შეინახავს.

ფანჯარას X-ით თუ დახურავ, ცვლილება არ შეინახება. აუცილებლად Save დააჭირე (შემოწმებულია 20.10.2026).

როგორ შეცვალო ძველი ინსტრუქცია ახლით

  1. Project settings-ში დააჭირე Instructions ველის ტექსტს.

  2. მონიშნე ყველაფერი: Ctrl+A (Mac-ზე Cmd+A), მერე Delete. ველი დაცარიელდება და გამოჩნდება Cancel და Save.

  3. ჩასვი ახალი ტექსტი: Ctrl+V (Mac-ზე Cmd+V) და დააჭირე Save-ს.

  4. პროექტში ახალი ჩატი გახსენი და ჰკითხე: „რა წესებით მუშაობ ამ პროექტში?“ პასუხში ახალი წესები უნდა ჩანდეს.


ძველს ახალს ნუ მიუმატებ. ორი ვერსია ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ChatGPT-ს აურევს.


როგორ დაამატო ფაილები პროექტში

  1. პროექტის გვერდზე აირჩიე ჩანართი Sources.

  2. დააჭირე Add sources-ს და აირჩიე ფაილი. შეიძლება PDF, ცხრილი, დოკუმენტი, სურათი ან ჩასმული ტექსტი. Google Drive-ის ფაილის ბმულიც ჩაისმება.

  3. ფაილის ახალ ვერსიას როცა ატვირთავ, ძველი წაშალე. ასე ChatGPT ორ ვერსიას არ აურევს.


1: Sources; 2: ფაილის დამატება.
1: Sources; 2: ფაილის დამატება.

ფაილები პროექტში (20.10.2026-ის მონაცემით): Free 5, Go და Plus 25, Pro და Business 40. ერთად მაქსიმუმ 10 ფაილი აიტვირთება.

არსებული ჩატიც გადაიტანე პროექტში: მარცხენა ზოლში პროექტზე გადაათრიე, ან ჩატის მენიუში აირჩიე Move to project. გადატანილი ჩატი პროექტის ინსტრუქციას და ფაილებს იყენებს.


ChatGPT პროექტები ტელეფონზე

პროექტები ChatGPT-ის აპშიც ჩანს: მენიუდან გახსნი და ჩატს პროექტის შიგნით გააგრძელებ. ინსტრუქცია იქაც მოქმედებს.


ინსტრუქცია და ფაილები კომპიუტერიდან შეცვალე: გრძელი ტექსტის ჩასმა იქ უფრო მარტივია.


როგორ გამოიყენო პროექტი ბიზნესში

მაგალითი: ინსტაგრამ მაღაზია, რომელიც ხელნაკეთ სამკაულს ყიდის. პროექტში დევს ფასები და მიწოდების წესები, ინსტრუქცია კი ეუბნება ChatGPT-ს, როგორ იმუშაოს. ასე ყოველი ახალი ჩატი პირველივე წინადადებიდან საქმეზეა.


ეს პროექტი ჩემი ინსტაგრამ მაღაზიისთვისაა: [რას ყიდი და ვის].
ფასები ფაილშია „ფასები“, მიწოდების წესები ფაილშია „მიწოდება“.
1. მიპასუხე ქართულად, მოკლედ და მარტივად.
2. ფასი და ვადა აიღე მხოლოდ ჩემი ფაილებიდან. თუ იქ არ წერია, მითხარი.
3. კლიენტისთვის ტექსტი თბილად და მოკლედ დაწერე.
4. თუ რამე გაკლია, ჯერ მკითხე.
5. თუ ჩემს იდეას არ ეთანხმები, პირდაპირ მითხარი და ახსენი, რატომ.

პროექტით ChatGPT-ს შენი ბიზნესი ყოველ ჩატში ეცოდინება. კურსზე ამ პროექტში შენი ბიზნესის ბრიფს აწყობ და მასზე დაყრდნობით ზრდის გადაწყვეტილებას იღებ.

ხშირი პრობლემები

  • ChatGPT ინსტრუქციას არ იცავს: ჩატი პროექტის შიგნით გახსენი, არა მთავარი ეკრანიდან. Project settings-ში შეამოწმე, რომ ახალი ტექსტი შეინახა.

  • ინსტრუქცია არ შეინახა: ფანჯარა X-ით დაიხურა. ჩასვი თავიდან და დააჭირე Save-ს.

  • ChatGPT ამბობს, რომ ფაილი არ აქვს: Sources ჩანართში შეამოწმე, რომ ფაილი იქაა.

  • ჩატი პროექტის გარეთ დაიწყე: მარცხენა ზოლში ჩატი პროექტზე გადაათრიე, ან მომდევნო ჯერზე წერის ველში + მენიუდან აირჩიე Work in a project.


ხშირი კითხვები

ChatGPT Projects უფასოა?

კი, პროექტები ყველა გეგმაზეა, Free-ზეც. განსხვავება ფაილების რაოდენობაშია: უფასო გეგმაზე პროექტში 5 ფაილი ჩადება, Plus-ზე 25.


შეიძლება პროექტის გაზიარება სხვასთან?

კი, Share-ით. აირჩევ, მოწვეულმა შეცვალოს (Edit) თუ მხოლოდ ისაუბროს (Chat). Free-ზე 5 თანამშრომელია, Plus-ზე 10. გაზიარებამდე ფაილებში კლიენტების პირადი მონაცემები არ უნდა იყოს.


შეიძლება პროექტში Work-ის გამოყენება?

კი. Work-ს პროექტიდან თუ დაიწყებ, ის პროექტის ფაილებს და ინსტრუქციას იყენებს. Work Plus და უფრო მაღალ გეგმებზეა (20.10.2026-ის მონაცემით). დეტალები: ChatGPT Work.


თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში

ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.


დაკავშირებული გაიდები


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page