top of page

Claude Projects: პროექტის შექმნა, ინსტრუქცია და ფაილები ქართულად

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
3 days ago
4 min read

Claude-ის Project ერთი საქმის სამუშაო ადგილია: აქ ერთად დევს ინსტრუქცია, ფაილები და ამ საქმის ყველა ჩატი. Claude ინსტრუქციას და ფაილებს პროექტის ყოველ ჩატში ხედავს, ამიტომ ყოველ ჯერზე თავიდან ახსნა აღარ გჭირდება.


პროექტს შექმნი მარცხენა ზოლიდან: Projects, შემდეგ New project. უფასო გეგმაზე 5 პროექტამდე შეგიძლია, ფასიან გეგმაზე მეტი.


ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.


რა გჭირდება Claude-ში პროექტისთვის

  • Claude-ის ანგარიში. უფასო გეგმაზე 5 პროექტამდე, ფასიან გეგმაზე (Pro და ზემოთ) მეტი.

  • კომპიუტერი ბრაუზერით. ტელეფონზეც შეიძლება, მაგრამ ფაილების დამატება კომპიუტერზე უფრო მარტივია.

  • ინსტრუქციის ტექსტი (5-10 ხაზი) და ფაილები, რომლებიც Claude-მა ყოველთვის უნდა იცოდეს.


როგორ შექმნა პროექტი Claude-ში

  1. გახსენი claude.ai. მარცხენა ზოლში დააჭირე Projects-ს.

  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე New project-ს.

  3. What are you working on? ველში ჩაწერე პროექტის სახელი, მაგალითად „ავტოსერვისი: მარკეტინგი“.

  4. What are you trying to achieve? ველში მოკლედ დაწერე, რისთვისაა. ამ აღწერას მხოლოდ შენ ხედავ, Claude ვერა.

  5. დააჭირე Create project-ს. გაიხსნება პროექტის გვერდი: მარჯვნივ ჩანს Instructions, Context და Memory.


როგორ დაწერო პროექტის ინსტრუქცია

  1. პროექტის გვერდზე, Instructions-ის გასწვრივ, დააჭირე Add-ს (თუ ინსტრუქცია უკვე გაქვს, იქ Edit წერია).

  2. გაიხსნება ფანჯარა Set project instructions. ჩაწერე ან ჩასვი ტექსტი.

  3. დააჭირე Save instructions-ს.


კარგი ინსტრუქცია მოკლეა და ხუთ რამეს ამბობს: ვინ ხარ და რა ბიზნესი გაქვს, რომელ ფაილში რა დევს, როგორ გიპასუხოს, ფაქტების წესი და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ენისა და სტილის წესები შენს პირად ინსტრუქციაში წერია, აქ აღარ გაიმეორო.


რა არ ჩაწერო ინსტრუქციაში

  • პაროლი, ბარათის ნომერი და კლიენტების პირადი მონაცემები.

  • გრძელი ტექსტი, მაგალითად მთელი ფასების სია. ასეთი მასალა ფაილად ატვირთე, ინსტრუქციაში კი მხოლოდ დაწერე, რომელ ფაილშია.

  • წესები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთი პროექტი, ერთი საქმე: სხვა საქმისთვის სხვა პროექტი შექმენი.


როგორ ატვირთო ფაილები Claude-ის პროექტში

  1. პროექტის გვერდზე, Context-ის გასწვრივ, დააჭირე Add-ს.

  2. აირჩიე Upload from device, თუ ფაილი კომპიუტერშია, ან Drive, თუ Google Drive დაკავშირებული გაქვს.

  3. ფაილი Context-ის ქვეშ გამოჩნდება. Claude მას პროექტის ყველა ჩატში ხედავს.


1: Context-ში Add; 2: ფაილი კომპიუტერიდან ან Drive-იდან.
1: Context-ში Add; 2: ფაილი კომპიუტერიდან ან Drive-იდან.

პროექტში ფაილის მხოლოდ ბოლო ვერსია დატოვე. ახალ ვერსიას რომ ატვირთავ, ძველი წაშალე, რომ Claude-მა ორი ვერსია არ აურიოს. პროექტის ერთი ფაილი 30 MB-მდე შეიძლება იყოს (20.10.2026-ის მონაცემით).

როგორ შეცვალო ძველი ინსტრუქცია ახლით

ძველ ტექსტს ახალს ნუ დაუმატებ ბოლოში: ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო წესი Claude-ს აბნევს. ჯობს, ძველი მთლიანად წაშალო და ახალი სრული ტექსტი ჩასვა.


  1. დააკოპირე ახალი ინსტრუქცია (Ctrl+C, Mac-ზე Cmd+C).

  2. პროექტის გვერდზე, Instructions-ის გასწვრივ, დააჭირე Edit-ს.

  3. ფანჯარაში Set project instructions დააჭირე ტექსტს და მერე Ctrl+A (Mac-ზე Cmd+A). მთელი ტექსტი მოინიშნება.

  4. დააჭირე Delete-ს. ველი დაცარიელდება და ღილაკი Clear instructions გამოჩნდება. მას ახლა არ დააჭირო.

  5. ჩასვი ახალი ტექსტი: Ctrl+V (Mac-ზე Cmd+V).

  6. დააჭირე Save instructions-ს.


5: ახალი ინსტრუქცია; 6: შენახვა.
5: ახალი ინსტრუქცია; 6: შენახვა.

პროექტის მეხსიერება

პროექტს საკუთარი მეხსიერება აქვს: Memory-ში View-ით ნახავ, რა დაიმახსოვრა Claude-მა ამ პროექტის ჩატებიდან. სხვა პროექტების მეხსიერებას Claude აქ არ იყენებს. დაწვრილებით: Claude მეხსიერება და პერსონალიზაცია.


Claude-ის პროექტი ტელეფონზე

  1. Claude-ის აპში გახსენი მენიუ, აირჩიე Projects და გახსენი პროექტი.

  2. დააჭირე Instructions-ს.

  3. ძველის შესაცვლელად დიდხანს დააჭირე ტექსტს, აირჩიე Select All და წაშალე. მერე დიდხანს დააჭირე ცარიელ ველს და აირჩიე Paste.

  4. შესანახად დააჭირე ✓-ს.


როგორ გამოიყენო Claude-ის პროექტი ბიზნესში

მაგალითი: ავტოსერვისი თვეში რამდენიმე პოსტს და შეთავაზებას წერს. პროექტში ატვირთავს ფასების სიას და მომსახურების აღწერას, ინსტრუქციაში კი წერს, ვისთვის წერს და როგორ. ამის შემდეგ ყოველი ახალი ჩატი პირდაპირ საქმით იწყება.


ეს პროექტი ჩემი ავტოსერვისის მარკეტინგისთვისაა: ვაკეთებ დიაგნოსტიკას, ზეთის შეცვლას და სავალი ნაწილის შეკეთებას.
მომსახურება და ფასები ფაილშია „ფასები“.
როცა პოსტს გთხოვ, ჯერ მოკლე ვარიანტი მომეცი, მერე მკითხე, ხომ არ შევცვალო.
ფასი აიღე მხოლოდ ფაილიდან, თავად ნუ მოიგონებ.
თუ რამე აკლია, ჯერ მკითხე.

პროექტში შენი ბიზნესის ფაილებს ერთხელ ატვირთავ და ყოველ ჩატში აღარ ხსნი. კურსზე ამ პროექტში შენს ბიზნესზე ზრდის მიმართულებას ირჩევ, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ხშირი პრობლემები

  • Claude ახალ ინსტრუქციას არ იცავს. ცვლილება ახალ ჩატში მოქმედებს. ახალი ჩატი პროექტის შიგნით გახსენი და Edit-ით შეამოწმე, რომ ტექსტი შეინახა.

  • Claude ამბობს, რომ ფაილი არ აქვს. შეამოწმე Context: ფაილი იქ უნდა ჩანდეს. თუ არ ჩანს, თავიდან ატვირთე.

  • ახალ პროექტს ვერ ვქმნი. უფასო გეგმაზე 5 პროექტის ლიმიტია. წაშალე ძველი ან გადადი ფასიან გეგმაზე.

  • ჩატი პროექტის გარეთ გაიხსნა. ჩატი პროექტის გვერდის წერის ველიდან დაიწყე, ან ჩატის ქვეშ პროექტი აირჩიე.


ხშირი კითხვები

Claude-ის პროექტი სხვას შემიძლია გავუზიარო?

პროექტის გაზიარება Team და Enterprise გეგმებზეა. უფასო და Pro გეგმაზე პროექტი შენია, თუმცა ცალკე ჩატის ბმულის გაზიარება შეგიძლია.


ხედავს Claude ერთი პროექტის ფაილებს მეორე პროექტში?

არა. ფაილები, ინსტრუქცია და პროექტის მეხსიერება მხოლოდ ამ პროექტის ჩატებში მოქმედებს. ამიტომ ერთი საქმისთვის ერთი პროექტი შექმენი.


რა განსხვავებაა პროექტის ინსტრუქციასა და Instructions for Claude-ს შორის?

Instructions for Claude (Settings, Account) შენს ყველა ჩატზე მოქმედებს: ენა, სტილი, როგორ მოგმართოს. პროექტის ინსტრუქცია მხოლოდ ამ პროექტის ჩატებზე მოქმედებს და ამ საქმის წესებს ამბობს.


თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში

ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.


დაკავშირებული გაიდები


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page