top of page

Claude ვებძიება: როგორ ეძებს ინტერნეტში და სად ნახო წყაროები

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
3 days ago
4 min read

Claude ინტერნეტში თვითონ ეძებს, როცა პასუხს ახალი ინფორმაცია სჭირდება. ახალ ვერსიაში ცალკე ჩასართავი ღილაკი აღარ არის: საკმარისია, კითხვაში დაწერო „მოძებნე ინტერნეტში“.


პასუხს წყაროების ბმულები ახლავს. თუ Claude-ს კონკრეტული საიტის გახსნა სჭირდება, ჯერ ნებართვას გთხოვს. ვებძიება ყველა გეგმაზეა, უფასოზეც.


ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.


რა გჭირდება Claude-ში ვებძიებისთვის

  • Claude-ის ანგარიში claude.ai-ზე. უფასო გეგმაც საკმარისია, მაგრამ იქ დღიური ლიმიტია და ძიებაც მასში ითვლება.

  • კომპიუტერი ბრაუზერით ან Claude-ის აპი ტელეფონზე.

  • კითხვა, რომელსაც ახალი ფაქტი სჭირდება: ფასი, სტატისტიკა, კანონის ცვლილება, კონკურენტის საიტი.


როგორ მოაძებნინო Claude-ს ინტერნეტში

  1. გახსენი claude.ai და დააჭირე New-ს, ან გახსენი შენი პროექტი.

  2. ჩაწერე კითხვა და ბოლოს დაამატე წყაროს წესი: „მოძებნე ინტერნეტში, მიუთითე წყარო ბმულით, თარიღი და ქვეყანა“.

  3. თუ Claude-ს კონკრეტული გვერდის გახსნა სჭირდება, გამოჩნდება ფანჯარა. ნახე მისამართი და დააჭირე Allow once-ს.

  4. პასუხის თავში დააჭირე Searched the web-ს. ნახავ, რას ეძებდა Claude და რომელი გვერდები წაიკითხა.

  5. პასუხში წყაროს ბმული თვითონ გახსენი და შეამოწმე ოთხი რამ: რიცხვი, თარიღი, ქვეყანა და რას ითვლის (ცალს, ლარს თუ დოლარს).


3: ერთჯერადი ნებართვა. ზემოთ ჩანს გვერდის მისამართი, რომელსაც Claude ხსნის.
3: ერთჯერადი ნებართვა. ზემოთ ჩანს გვერდის მისამართი, რომელსაც Claude ხსნის.

4: ძიების ნაბიჯები: რას ეძებდა Claude და რომელი გვერდები წაიკითხა.
4: ძიების ნაბიჯები: რას ეძებდა Claude და რომელი გვერდები წაიკითხა.

5: წყაროს ბმული პასუხში. გახსენი და შეამოწმე რიცხვი და თარიღი.
5: წყაროს ბმული პასუხში. გახსენი და შეამოწმე რიცხვი და თარიღი.

თუ შენს + მენიუში Web search ჩანს (მაგალითად, Team ან Enterprise ანგარიშზე), ჩართე. ზოგ ანგარიშზე ეკრანი ცოტა განსხვავდება.

როდის ეძებს Claude თვითონ და როდის არა

Claude თვითონ წყვეტს, სჭირდება თუ არა ძიება. დღევანდელი ფასი, ახალი კანონი ან ბოლო თვის სიახლე როგორც წესი ძიებას იწვევს.


ზოგად კითხვაზე, მაგალითად „როგორ დავწერო პოსტი“, Claude საკუთარი ცოდნით პასუხობს და ინტერნეტში არ ეძებს. ეს ნორმალურია: ასე პასუხი უფრო სწრაფია და ლიმიტსაც ნაკლებს ხარჯავს.


  • ძიება გჭირდება: ფასები, კურსი, სტატისტიკა, კონკურენტის მომსახურება, ახალი რეგულაცია, ღონისძიებების თარიღები.

  • ძიება არ გჭირდება: ტექსტის რედაქტირება, იდეების ჩამონათვალი, შენი ფაილის ანალიზი, გამოთვლა შენი ციფრებით.

  • დიდი კითხვისთვის, სადაც ათობით წყაროა საჭირო, ჩვეულებრივი ძიების ნაცვლად Claude Research გამოიყენე.


როგორ შეამოწმო Claude-ის წყარო ორ წუთში

Claude ზოგჯერ სწორ წყაროს ასახელებს, მაგრამ რიცხვს ძველი წლიდან ან სხვა ქვეყნიდან იღებს. ამიტომ ციფრს, რომელზეც ფულს ხარჯავ, ყოველთვის თვითონ გადაამოწმებ.


  1. გახსენი ბმული და გვერდზე მოძებნე იგივე რიცხვი (Ctrl+F, Mac-ზე Cmd+F).

  2. ნახე, რომელ წელს და რომელ ქვეყანას ეხება.

  3. თუ რიცხვი გვერდზე არ არის, Claude-ს მიწერე: „ეს რიცხვი წყაროში ვერ ვიპოვე, სხვა წყარო მომიძებნე“.


Allow once თუ Always allow: რომელი აირჩიო

Allow once ნიშნავს, რომ Claude ამ საიტს მხოლოდ ახლა გახსნის. ეს უსაფრთხო არჩევანია უცნობი მისამართისთვის.


Always allow for this website მხოლოდ იმ საიტზე აირჩიე, რომელსაც იცნობ და ხშირად იყენებ, მაგალითად საქსტატის ან შენი საიტის შემთხვევაში.


წერის ველის ქვეშ, მარჯვნივ, ნებართვის რეჟიმი წერია. Manual-ში Claude ახალი საიტის ან ხელსაწყოს გამოყენებამდე გეკითხება. Auto-ში თვითონ მუშაობს. თუ ახლა იწყებ, Manual დატოვე.

როგორ წააკითხო Claude-ს კონკრეტული საიტი

ჩატში ჩასვი ბმული და დაწერე, რა გინდა: „წაიკითხე ეს გვერდი და 5 პუნქტად შემიჯამე“. უფასო გეგმაზე გრძელი სტატიის წაკითხვა ჩვეულებრივ ძიებაზე მეტ ლიმიტს ხარჯავს.


ვებძიება ტელეფონზე

Claude-ის აპში ძიება იგივენაირად მუშაობს: Claude თვითონ ეძებს, პასუხს კი წყაროები ახლავს. თუ არ ეძებს, პირდაპირ სთხოვე: „მოძებნე ინტერნეტში“.


ტელეფონზე ბმულის გახსნა და შემოწმება უფრო ძნელია, ამიტომ მნიშვნელოვან რიცხვს კომპიუტერზე გადაამოწმებ.


როგორ გამოიყენო Claude-ის ვებძიება ბიზნესში

მაგალითი: საოჯახო სასტუმრო მთაში გეგმავს შემდეგ სეზონს და უნდა იცოდეს, იზრდება თუ არა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. ამ ციფრს ვებძიებით რამდენიმე წუთში იპოვი, ოფიციალური წყაროთი.


მოძებნე ინტერნეტში: რამდენი საერთაშორისო ვიზიტი იყო საქართველოში 2024 და 2025 წლებში?
გამოიყენე მხოლოდ ოფიციალური წყარო (საქსტატი ან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).
თითოეულ ციფრს მიუწერე ბმული, თარიღი და რას ითვლის.
თუ ზუსტ ციფრს ვერ იპოვი, პირდაპირ თქვი.

პასუხი რომ მიიღებ, ბმულები გახსენი და ციფრები შენს ცხრილში ჩაწერე, წყაროსთან და თარიღთან ერთად. ასე მომავალ წელს იგივე შედარებას წუთებში გაიმეორებ.


ვებძიებით შენს ბაზარს და კონკურენტებს 10 წუთში ნახავ. კურსზე ამ მონაცემით ზრდის გადაწყვეტილებას იღებ, შენს ბიზნესზე.

ხშირი პრობლემები

  • Claude ინტერნეტში არ ეძებს. კითხვაში პირდაპირ დაწერე „მოძებნე ინტერნეტში“. თუ + მენიუში Web search ჩანს, ჩართე.

  • ნებართვის ფანჯარა ბევრჯერ ჩნდება. ეს Manual რეჟიმია. სანდო საიტზე აირჩიე Always allow for this website.

  • ბმული არ იხსნება ან სხვა რიცხვს აჩვენებს. ეს რიცხვი არ გამოიყენო. სთხოვე სხვა წყარო ან ოფიციალური სტატისტიკა.

  • უფასო გეგმაზე ლიმიტი სწრაფად იწურება. ძიება და გრძელი გვერდების წაკითხვა ლიმიტში ითვლება. დასვი ერთი ზუსტი კითხვა ხუთი ზოგადის ნაცვლად.


ხშირი კითხვები

უფასო Claude-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა?

კი. ვებძიება ყველა გეგმაზეა, უფასოზეც. უბრალოდ, უფასო გეგმაზე დღიური ლიმიტია და ძიებაც მასში ითვლება.


რატომ მაძლევს Claude ძველ ინფორმაციას?

თუ Claude-მა ამ კითხვაზე არ მოძებნა, ის საკუთარი ცოდნით პასუხობს, რომელიც გარკვეულ თარიღამდეა. დაწერე „მოძებნე ინტერნეტში“ და სთხოვე, ყოველ ფაქტს თარიღი მიუწეროს.


შეუძლია Claude-ს Facebook ან Instagram გვერდის წაკითხვა?

ხშირად ვერა. გვერდები, რომლებიც შესვლას ითხოვს, Claude-ისთვის ჩვეულებრივ დახურულია. ასეთ დროს ტექსტი თვითონ დააკოპირე და ჩატში ჩასვი.


თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში

ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.


დაკავშირებული გაიდები


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page