top of page

Claude მეხსიერება და პერსონალიზაცია: როგორ ნახო, შეცვალო და გამორთო

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
3 days ago
4 min read

Claude-ს შენზე ორი გზით ასწავლი. Instructions for Claude (Settings, Account) შენი მუდმივი ინსტრუქციაა ყველა ჩატისთვის. მეხსიერება (Settings, Memory) კი ის არის, რასაც Claude ჩატებიდან თვითონ იმახსოვრებს.


მეხსიერება ყველა გეგმაზეა, უფასოზეც. მას Settings, Memory-ში ნახავ, შეცვლი ან გამორთავ.


ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.


რა გჭირდება

  • Claude-ის ანგარიში. მეხსიერება უფასო გეგმაზეც მუშაობს, ძველ ჩატებში ძებნა (Search and reference chats) კი მხოლოდ ფასიანზე.

  • კომპიუტერი ბრაუზერით. გადამრთველები კომპიუტერზე დააყენე, ტელეფონზეც იგივე მოქმედებს.

  • Team ან Enterprise ანგარიშზე მეხსიერება ჯერ ადმინისტრატორმა უნდა ჩართოს.


როგორ შეცვალო Instructions for Claude

  1. ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სახელს და აირჩიე Settings.

  2. მარცხენა სიაში აირჩიე Account.

  3. What should Claude call you? ველში ჩაწერე, როგორ მოგმართოს.

  4. What best describes your work? სიიდან აირჩიე შენი სფერო.

  5. Instructions for Claude ველში ჩაწერე შენი მუდმივი წესები: ენა, სიგრძე, ტონი. ცვლილება ავტომატურად ინახება. თუ Save გამოჩნდა, დააჭირე.


2: Account; 3: როგორ მოგმართოს; 4: შენი სფერო; 5: მუდმივი ინსტრუქცია.
2: Account; 3: როგორ მოგმართოს; 4: შენი სფერო; 5: მუდმივი ინსტრუქცია.

როგორ ჩართო ან გამორთო Claude-ის მეხსიერება

  1. Settings-ის მარცხენა სიაში აირჩიე Memory.

  2. Search and reference chats: ჩართული რომ იყოს, Claude ძველ ჩატებში საჭირო დეტალს მოძებნის (მხოლოდ ფასიან გეგმაზე).

  3. Generate memory from chats: ჩართული რომ იყოს, Claude ჩატებიდან მნიშვნელოვანს თვითონ იმახსოვრებს. გამორთვით მეხსიერებას გამორთავ.

  4. Include sensitive topics in memory: თავიდან გამორთულია. ასე Claude არ იმახსოვრებს, რაც ჯანმრთელობას, პოლიტიკას ან რელიგიას ეხება. ასე დატოვე, თუ სხვა მიზეზი არ გაქვს.


1: Memory; 2: გადამრთველები; 5: აქ დაწერ, რა შეცვალოს.
1: Memory; 2: გადამრთველები; 5: აქ დაწერ, რა შეცვალოს.

როგორ ნახო და შეცვალო, რა იცის Claude-მა შენზე

Memory გვერდზე ჩანს, რა დაიმახსოვრა Claude-მა. თუ რამე არასწორია ან მოძველდა, ველში Tell Claude what to change ჩვეულებრივი სიტყვებით დაწერე, მაგალითად: „სასტუმრო აღარ მაქვს, ახლა საცხობი მაქვს“.


ჩატშიც შეგიძლია უთხრა: „ეს დაიმახსოვრე: ...“ ან „ეს დაივიწყე: ...“. Export memory-ით მეხსიერებას ფაილად ჩამოტვირთავ (ZIP), შესანახად ან სხვა AI-ში გადასატანად.


ჩატის წაშლა მეხსიერებას ავტომატურად არ შლის. თუ ჩატში რამე ისეთი წერია, რაც არ გინდა, რომ Claude-ს ახსოვდეს, Tell Claude what to change-ში დაწერე, რომ დაივიწყოს.

რა ღირს, რომ Claude-ს ახსოვდეს: შენი ბიზნესი, კლიენტები ზოგადად, როგორ გინდა პასუხი. რა არ ღირს: პაროლები, კლიენტების სახელები და ტელეფონები, ბანკის მონაცემები. ასეთი რამ ჩატში საერთოდ არ ჩაწერო.


ერთი ჩატი მეხსიერების გარეშე

  • დროებითი ჩატი: ზედა მარჯვენა კუთხეში მოჩვენების ნიშანი (Incognito). ასეთი ჩატი არც ისტორიაში ინახება და არც მეხსიერებაში. პროექტის შიგნით არ მუშაობს.

  • ჩვეულებრივი ჩატი მეხსიერების გარეშე: პირველ შეტყობინებამდე + მენიუში გამორთე Memory. ჩატი ისტორიაში დარჩება.


პროექტის მეხსიერება

ყოველ პროექტს საკუთარი მეხსიერება აქვს. პროექტში Claude ამ პროექტის მეხსიერებას და შენს საერთო მეხსიერებას იყენებს, სხვა პროექტებისას კი არა. ნახე Claude პროექტები.


სად წავიდა სტილები (Styles)

Anthropic სტილებს უნარებში (Skills) გადაიტანს. შენი საკუთარი სტილები ავტომატურად უნარებად იქცევა და Customize, Skills-ში გამოჩნდება, თავიდან გამორთული. ჩართე ის, რომელიც გჭირდება.


მზა სტილები Concise, Explanatory და Formal ქრება. ტონისა და ფორმის წესი ახლა Instructions for Claude-ში ჩაწერე, მაგალითად „მომწერე მოკლედ, პუნქტებით“.


მეხსიერება და ინსტრუქცია ტელეფონზე

  1. Claude-ის აპში ზედა მარცხენა ნიშნით გახსენი მენიუ და დააჭირე შენს ინიციალებს.

  2. აირჩიე Profile.

  3. Nickname-ში ჩაწერე, როგორ მოგმართოს, Instructions-ში კი შენი ინსტრუქცია.

  4. შესანახად დააჭირე ✓-ს.


მეხსიერების გადამრთველები კომპიუტერზე დააყენე: ერთი ანგარიშია, ამიტომ ტელეფონზეც იგივე მოქმედებს.


როგორ გამოიყენო ბიზნესში

მაგალითი: კონდიციონერების მემონტაჟე Claude-ით წერს შეთავაზებებს, პასუხებს კლიენტებს და პოსტებს. თუ ინსტრუქციაში ერთხელ დაწერს, ვინ არის და როგორ წერს, ყოველ ჩატში თავიდან ახსნა აღარ დასჭირდება.


ვაყენებ და ვასწორებ კონდიციონერებს თბილისში, ძირითადად ბინებისთვის.
1. მომწერე ქართულად, მარტივად და მოკლედ.
2. თუ კითხვა გაურკვეველია, ჯერ ერთი დამაზუსტებელი კითხვა დამისვი.
3. ფასი, კანონი ან ფაქტი, რომელიც შეიძლება შეიცვალა, ინტერნეტში გადაამოწმე და წყარო მიუთითე.
4. თუ რამე არ იცი, პირდაპირ მითხარი.

მეხსიერებით და ინსტრუქციით Claude შენს ბიზნესს ყოველ ჩატში იცნობს. კურსზე ამ ცოდნაზე დაყრდნობით შენს ბიზნესზე ზრდის გადაწყვეტილებას იღებ.

ხშირი პრობლემები

  • Claude ინსტრუქციას არ ითვალისწინებს. ცვლილება ახალ ჩატში მოქმედებს. დააჭირე New-ს და თავიდან სცადე. პროექტში პროექტის ინსტრუქციაც მოქმედებს.

  • Search and reference chats არ ჩანს. ეს მხოლოდ ფასიან გეგმაზეა. თუ ფასიანი გაქვს, განაახლე გვერდი.

  • Claude ძველ, არასწორ ინფორმაციას იყენებს. Tell Claude what to change-ში დაწერე, რა შეიცვალა.

  • ღილაკის სახელი სხვანაირია. Settings-ის ძებნის ველში ჩაწერე საჭირო სიტყვა, მაგალითად Memory.


ხშირი კითხვები

შემიძლია ChatGPT-ის მეხსიერება Claude-ში გადმოვიტანო?

კი. Settings, Memory, Import memory from other AI providers, დააჭირე Start import-ს. Claude მოგცემს ტექსტს: ჩასვი ის ChatGPT-ში, პასუხი კი დააკოპირე და Claude-ში ჩასვი. Anthropic ამ ფუნქციას ექსპერიმენტულს უწოდებს.


როგორ წავშალო Claude-ის მთელი მეხსიერება?

Settings, Memory-ში Generate memory from chats-ის გამორთვისას Claude გთავაზობს ან შეაჩეროს (ძველი ინახება, ახალი აღარ ემატება), ან სრულად წაშალოს. სრული წაშლა პროექტების მეხსიერებასაც შლის და აღდგენა შეუძლებელია.


იყენებს Claude ჩემს მეხსიერებას მოდელის სასწავლად?

ეს შენი მონაცემების პარამეტრზეა დამოკიდებული: ცალკე გადამრთველია, მეხსიერებისგან დამოუკიდებელი. როგორ შეამოწმო და გამორთო, წერია გაიდში ChatGPT და Claude: მონაცემების დაცვა.


თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში

ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.


დაკავშირებული გაიდები


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page