ChatGPT და Google Drive, Gmail, Calendar: როგორ დააკავშირო

ChatGPT-ს Google Drive-ს, Gmail-ს და Calendar-ს Settings-ში, Plugins ნაწილიდან დაუკავშირებ. იპოვი დანამატს კატალოგში, დაამატებ და შეხვალ შენს Google ანგარიშში.
დაკავშირების შემდეგ ChatGPT შენს ფაილებს და წერილებს წაიკითხავს, ხოლო შენი თანხმობით შექმნის ან შეცვლის Docs-ს და Sheets-ს. ადრე ამას Connectors ან Apps ერქვა, ახლა Plugins ჰქვია.
ეს გაიდი ChatGPT ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება ChatGPT-ის Google-თან დასაკავშირებლად
ChatGPT-ის ანგარიში და Google-ის ანგარიში (Gmail).
კომპიუტერი ბრაუზერით. დაკავშირება ერთხელ კეთდება, მერე ტელეფონზეც მუშაობს.
ზოგი დანამატის ხელმისაწვდომობა გეგმაზეა დამოკიდებული. ფოსტისა და კალენდრის დაკავშირება OpenAI-ის ფასების გვერდზე Plus გეგმის უპირატესობად წერია.
როგორ დაუკავშირო ChatGPT Google Drive-ს
გახსენი chatgpt.com. ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სურათს და აირჩიე Settings.
მარცხენა სიაში, Integrations ნაწილში, აირჩიე Plugins.
დააჭირე Browse directory-ს და ძებნაში ჩაწერე Google Drive.
სიაში იპოვი Google Drive-ს და მის გვერდით დააჭერ +-ს. მიაქციე ყურადღება, რომ ოფიციალურ დანამატს ირჩევ: მსგავსი სახელით სხვა ავტორებიც აქვეყნებენ.
გაიხსნება Google-ის ფანჯარა. აირჩიე ანგარიში, მონიშნე ყველა უფლება (Select all) და დააჭირე Continue-ს.
ChatGPT-ში დაბრუნდები. Connected accounts-ში შენი ანგარიში გამოჩნდება.


Docs, Sheets და Slides Drive-თან ერთად მუშაობს. Gmail-ს და Google Calendar-ს ცალ-ცალკე დააკავშირებ, იმავე გზით: ძებნაში ჩაწერე Gmail ან Google Calendar.
რომელი ანგარიში დააკავშირო? თუ პირადი და სამსახურის ფოსტა ცალ-ცალკე გაქვს, დააკავშირე მხოლოდ ის, სადაც ამ საქმისთვის საჭირო ფაილები და წერილებია. რაც ნაკლები წვდომა, მით ნაკლები რისკი.
რას აკეთებს ChatGPT დაკავშირებულ Google-ში
Google Drive: ეძებს და კითხულობს ფაილებს, აჯამებს Docs-ს, ითვლის Sheets-ის ციფრებს, შენი თანხმობით ქმნის და ცვლის Docs-ს, Sheets-ს და Slides-ს, აზიარებს ფაილს.
Gmail: ეძებს და აჯამებს წერილებს, ამზადებს პასუხის მონახაზს.
Google Calendar: ხედავს შეხვედრებს და თავისუფალ დროს, შენი თანხმობით ამატებს ან ცვლის შეხვედრას.
როგორ დააყენო დაშვებები: რას გააკეთებს ChatGPT უკითხავად
Plugins გვერდზე ზემოთ არის Default permission, ქვემოთ კი თითოეულ დანამატს თავისი დაშვება აქვს. ჩვენი რჩევა: წაკითხვა თავისუფლად, ცვლილება მხოლოდ შენი თანხმობით.
Allow read-only tools: ChatGPT კითხულობს თავისით, შეცვლამდე და გაზიარებამდე გეკითხება. Drive-ისთვის ეს აირჩიე.
Always ask: ყოველ ჯერზე გეკითხება. Gmail-ისთვის კარგი არჩევანია.
Allow low-risk tools: მარტივ ცვლილებებს თავისით აკეთებს. ხშირად ესაა არჩეული თავიდან, ამიტომ შეცვალე.

როგორ გამოიყენო დაკავშირებული Drive ჩატში
ახალ ჩატში ჩაწერე @Google და სიიდან აირჩიე Google Drive, Gmail ან Google Calendar. დანამატებს + მენიუს ბოლოშიც იპოვი. ChatGPT ხშირად თვითონაც ხვდება, რომ დანამატი სჭირდება.
უსაფრთხოება: რა წვდომას აძლევ და როგორ გათიშო
ChatGPT ხედავს ყველაფერს, რაზეც დაკავშირებულ Google ანგარიშს წვდომა აქვს. თუ ერთ ანგარიშში კლიენტების პირადი მონაცემებია, რაც ამ საქმეს არ სჭირდება, ის ანგარიში არ დააკავშირო.
OpenAI ამბობს, რომ Google-იდან პირდაპირ წაკითხულ მონაცემებს მოდელების სასწავლად არ იყენებს. ჩატში ჩაკოპირებული ტექსტი სხვა საქმეა: Settings, Data controls-ში გამორთე Improve the model for everyone.
თუ ფაილში ან წერილში ChatGPT-ს რამის გაკეთებას სთხოვენ („გააგზავნე“, „წაშალე“), ასეთ მოქმედებას ნუ დაეთანხმები. ბრძანებას მხოლოდ შენ აძლევ.
გასათიშად: Settings, Plugins, აირჩიე დანამატი, ანგარიშის გვერდით ••• და Disconnect. Google-ის მხრიდან: myaccount.google.com/connections, აირჩიე ChatGPT და მოხსენი წვდომა.
ტელეფონზე
კომპიუტერზე დაკავშირებული დანამატები ChatGPT-ის აპშიც მუშაობს, ხელახლა დაკავშირება არ გჭირდება. ველში ჩაწერე @Google ან დააჭირე +-ს და აირჩიე Plugins.
როგორ გამოიყენო ბიზნესში: ფოსტა და ფაილები ერთ ადგილას
საოჯახო სასტუმროს მფლობელს ჯავშნების წერილები Gmail-ში აქვს, ფასები კი Google Sheets-ში. ChatGPT-ს სთხოვს, ამ კვირის მოთხოვნები შეაგროვოს და პასუხების მონახაზები მოამზადოს.
@Gmail მოძებნე ამ კვირის წერილები, სადაც ჯავშანს ან ფასს მეკითხებიან.
თითოეული ერთ ხაზზე შემიჯამე: თარიღები, სტუმრების რაოდენობა, რა სურთ.
@Google Drive ფასები აიღე ფაილიდან „ფასები 2026“.
თითოეულზე პასუხის მოკლე მონახაზი მომიმზადე. არაფერი გაგზავნო.Drive-ით და Gmail-ით შენს ციფრებს და კლიენტების კითხვებს ერთ ადგილას შეაგროვებ. კურსზე ამ მონაცემით წყვეტ, სად იზრდება შენი ბიზნესი, შენს ბიზნესზე.
ხშირი პრობლემები
ChatGPT წერს „ChatGPT needs all requested permissions“: დააჭირე Try again-ს და Google-ის ფანჯარაში Select all მონიშნე.
Google-ის ფანჯარა არ იხსნება: ბრაუზერში chatgpt.com-ისთვის ამომხტარი ფანჯრები (pop-up) დაუშვი.
სამსახურის ანგარიში დაბლოკილია: კომპანიის Google ადმინისტრატორმა ChatGPT სანდო აპად უნდა დაამატოს.
ფაილს ვერ პოულობს: ფაილის ზუსტი სახელი დაუწერე და შეამოწმე, სწორი ანგარიშია თუ არა დაკავშირებული.
Gmail ან Calendar სიაში არ ჩანს: შეამოწმე გეგმა. ფოსტისა და კალენდრის დაკავშირება შეიძლება ფასიან გეგმას საჭიროებდეს.
ხშირი კითხვები
ChatGPT-ს შეუძლია Gmail-იდან წერილი გააგზავნოს?
შეუძლია მონახაზის მომზადება და, დაშვების მიხედვით, გაგზავნაც. გაგზავნამდე დასტურს გთხოვს, თუ Always ask ან Allow read-only tools გაქვს არჩეული. სწორედ ამიტომ Gmail-ისთვის ეს ორი აირჩიე.
Google Drive-ის დაკავშირება ChatGPT-ში უფასოა?
ChatGPT-ის ფასების გვერდზე დანამატები უფასო გეგმაზეც ჩანს, მაგრამ ზოგი დანამატი და ფუნქცია მხოლოდ ფასიან გეგმებზეა. Google-ის მხრიდან დამატებითი გადასახადი არ არის.
შემიძლია რამდენიმე Google ანგარიში დავაკავშირო?
კი, Connected accounts-ში ჩნდება Connect another account, თუ ეს შენს ანგარიშზე ხელმისაწვდომია. თხოვნაში დაწერე, რომელი ანგარიშის ფაილები გინდა.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments