top of page

Gemini ქართულად: როგორ დაიწყო და რა უნდა იცოდე

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
5 days ago
4 min read

Updated: 3 days ago

Gemini Google-ის AI ასისტენტია. ქართული ესმის და ქართულად წერს: Google-ის ოფიციალურ სიაში ქართული ენაც არის და საქართველოც. დასაწყებად შედი gemini.google.com-ზე შენი Google ანგარიშით: ძირითადი ფუნქციები უფასოა.


Gemini-ს ხშირად „ჯემინის“ სახელითაც ეძებენ. აქ საუბარია Google-ის AI-ზე, რომელსაც ბიზნესში ტექსტების, გეგმებისა და იდეების მოსამზადებლად იყენებენ.


სად შეგიძლია Gemini-ს გამოყენება?

  • ბრაუზერში: gemini.google.com

  • ტელეფონზე: Gemini აპი Android-სა და iPhone-ზე.

  • Gmail-სა და Google Docs-ში: ფასიანი გეგმით Gemini პირდაპირ წერილსა და დოკუმენტში გეხმარება.


თუ ბიზნესს ცალკე Google ანგარიში აქვს, Gemini-ში ის გამოიყენე. ასე სამუშაო ჩათები და ფაილები პირადისგან ცალკე იქნება.


Gemini უფასოა?

დიახ, უფასო გეგმა არსებობს. Google-ის გვერდის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბრისთვის გეგმები ასეთია:


  • უფასო ($0): Google ანგარიშით. შედის ჩათი, Deep Research (ღრმა კვლევა წყაროებით), Canvas, Gems და 15 GB ადგილი ფაილებისთვის.

  • Google AI Plus ($4.99 თვეში): უფასოზე ორჯერ მეტი გამოყენება, Gemini Gmail-ში და 400 GB ადგილი ფაილებისთვის.

  • Google AI Pro ($19.99 თვეში): უფასოზე ოთხჯერ მეტი გამოყენება, უფრო ძლიერი მოდელები, Gemini Gmail-სა და Docs-ში და 5 TB ადგილი ფაილებისთვის.

  • Google AI Ultra ($99.99-დან თვეში): მაქსიმალური ლიმიტები. მცირე ბიზნესს დასაწყისში იშვიათად სჭირდება.


ფასები აშშ დოლარშია და ქვეყნის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. გადახდამდე ფასი gemini.google-ის გვერდზე გადაამოწმე.


რჩევა: დაიწყე უფასოთი. ფასიან გეგმაზე გადადი მაშინ, როცა ლიმიტი ყოველდღე გეწურება ან Gemini Gmail-სა და Docs-ში გჭირდება.

როგორ გამოვრთო Gemini-ში სწავლება ჩემს ჩათებზე?

სანამ Gemini-ს ბიზნესის მონაცემებს გაუზიარებ, ერთი პარამეტრი შეამოწმე. როცა Keep activity ჩართულია, Google შენს ჩათებს თავისი სერვისებისა და AI მოდელების გასაუმჯობესებლად იყენებს, ჩათების ნაწილს კი ცოცხალი ადამიანებიც კითხულობენ, შესამოწმებლად.


  1. Gemini-ში გახსენი Settings & help და აირჩიე Activity.

  2. გაიხსნება გვერდი Gemini Apps Activity. პირდაპირი ბმული: myactivity.google.com/product/gemini

  3. Keep activity-ის ქვეშ დააჭირე ღილაკს On და აირჩიე გამორთვა (Turn off).


Gemini Apps Activity გვერდი: Keep activity პარამეტრი და On ღილაკი
Gemini › Settings & help › Activity › Keep activity

გამორთვის შემდეგ Gemini ახალ ჩათებზე აღარ ისწავლის. Google მათ მაინც 72 საათი ინახავს, რომ გიპასუხოს და უსაფრთხოება დაიცვას. დროებითი ჩათები (Temporary chat) სწავლებისთვის არ გამოიყენება.


ყურადღება: Google თავად გაფრთხილებს: არ ჩაწერო ის, რისი ნახვაც სხვა ადამიანისთვის არ გინდა. პაროლი, ბარათის ნომერი და კლიენტის პირადი მონაცემები AI-ში არ ჩაწერო. დაწვრილებით: როგორ დავიცვა ჩემი ინფორმაცია AI-ში.

როგორ წერს Gemini ქართულად?

Gemini-ს ქართული კითხვა ესმის და ქართულად პასუხობს. მოკლე ტექსტები (პოსტი, წერილი, პროდუქტის აღწერა) კარგად გამოსდის, გრძელ ტექსტში კი შეიძლება შეგხვდეს უცნაური სიტყვა ან ხელოვნური წინადადება.


  • პირველივე შეტყობინებაში დაწერე: „მიპასუხე ქართულად, მარტივი, ყოველდღიური ენით“.

  • კლიენტისთვის დაწერილი ტექსტი გამოქვეყნებამდე ხმამაღლა წაიკითხე.

  • თუ რომელიმე სიტყვა უცნაურად ჟღერს, სთხოვე: „ეს წინადადება ისე გადაწერე, როგორც ამას ყოველდღიურ საუბარში ვიტყოდით“.


რა არის Gems და რისთვის გამოგადგება?

Gem არის შენი საკუთარი Gemini, რომელსაც წინასწარ აქვს ჩაწერილი ინსტრუქციები. ChatGPT-ისა და Claude-ის Project-ს ჰგავს: ბიზნესს ყოველ ჩათში თავიდან აღარ უხსნი. Gems უფასო გეგმაშიც შედის.


  1. Gemini-ში გახსენი გვერდითი მენიუ და დააჭირე Gems. თუ Gem ჯერ არ შეგიქმნია, ის Settings & help-შია.

  2. დააჭირე New Gem და დაარქვი სახელი, მაგალითად „ჩემი საცხობი“.

  3. ინსტრუქციებში ჩაწერე ბიზნესის მოკლე აღწერა და სამუშაო წესები, მერე დააჭირე Save:


ჩემი ბიზნესი: უბნის საცხობი ვაკეში, 2 თანამშრომელი. ძირითადად უბნის მცხოვრებლები ყიდულობენ, დილით და საღამოს. საშუალო ჩეკი 9 ლარია.
წესები: მიპასუხე ქართულად, მარტივი ენით. პასუხი ჩემს ბიზნესს მოარგე. თუ მონაცემი აკლია, ჯერ მკითხე და ნუ მოიგონებ.

ამ Gem-ში დაწყებულ ყოველ ჩათში Gemini ამ აღწერას უკვე იცნობს.


პირველი ბიზნეს პრომპტი Gemini-ში

ზოგადი კითხვა („როგორ გავზარდო გაყიდვები?“) ზოგად პასუხს მოიტანს. სცადე ასე, ხუთი ნაწილით:


ჩემი ბიზნესი და სიტუაცია: მთაში საოჯახო სასტუმრო მაქვს, 6 ოთახი. ზაფხულში სავსეა, ნოემბრიდან მარტამდე კი ოთახების ნახევარი ცარიელია.
მასალა: შარშან ზამთარში ფასი 20%-ით დავწიე და შედეგი არ მოუტანია.
მიზანი: მინდა ავირჩიო 1-2 ნაბიჯი, რომელსაც ნოემბერში დავიწყებ.
პასუხის ფორმა: ცხრილი 3 სვეტით: იდეა, რა დაჯდება, როდის ჩანს შედეგი. მაქსიმუმ 5 სტრიქონი.
სანამ მიპასუხებ, დამისვი 3-5 კითხვა. თუ მონაცემი აკლია, ნუ მოიგონებ, მკითხე.

რატომ მუშაობს ეს სტრუქტურა და როგორ შეამოწმო პასუხი, დაწვრილებით წერია AI-სთან მუშაობის წესებში.


Gemini, ChatGPT თუ Claude?

თუ ყოველდღე Gmail-სა და Google Docs-ში მუშაობ, Gemini კარგად მოერგება შენს ყოველდღიურ საქმეს. ChatGPT-სა და Claude-ს თავისი ძლიერი მხარეები აქვთ. მნიშვნელოვანი პასუხი კი ჯობს, ორი AI-ით შეამოწმო. შედარება ნახე აქ: ChatGPT, Claude თუ Gemini. ცალკე გაიდები: ChatGPT ქართულად და Claude AI ქართულად.


AI-ს შენს ბიზნესზე, ბიზნესმეთოდებთან ერთად გამოყენებას ვასწავლით კურსზე: AI კურსი ბიზნესისთვის.


ხშირი კითხვები

Gemini უფასოა?

დიახ. Google ანგარიშით უფასოდ შეგიძლია გამოიყენო ჩათი, Deep Research, Canvas და Gems. ფასიანი გეგმები უფრო მეტ გამოყენებას და Gmail-სა და Docs-ში მუშაობას ამატებს.


Gemini ქართულად მუშაობს?

დიახ. ქართული Gemini-ს ვებ აპის ოფიციალურ ენებშია, საქართველო კი იმ ქვეყნებში, სადაც ის ხელმისაწვდომია. ტექსტს გამოქვეყნებამდე მაინც გადახედე.


იყენებს Google ჩემს ჩათებს AI-ის სწავლებისთვის?

თუ Keep activity ჩართულია, კი, და ჩათების ნაწილს ცოცხალი ადამიანებიც ხედავენ, შესამოწმებლად. გამორთვა შეგიძლია Settings & help › Activity-ში.


„ჯემინი“ და Gemini ერთი და იგივეა?

დიახ, „ჯემინი“ Gemini-ს ქართული ჩაწერაა. ძიებაში ორივე ვარიანტით ეძებენ Google-ის ერთსა და იმავე AI ასისტენტს.


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


გინდა, AI შენს ბიზნესს მოარგო? შეავსე ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი. პასუხად შენზე მორგებულ პრომპტს მიიღებ მეილზე.

განახლდა: 2026 წლის 19 ოქტომბერი.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page